Ge
En
Ru
მენიუ
Ge
En
Ru
მოგესალმებით !

"ქართული სახლი" 2013 წლის 7 მარტიდან არსებობს, გ. ცაბაძის ქუჩა 2, მტკვრის მარცხენა  სანაპიროზე, ძველი ქალაქის ისტორიულ ადგილას. ამიტომაც, ქართული სახლი ყველა იმ ტრადიციის მატარებელია, რომელსაც ჩვენი ქალაქი ინახავს: სტუმარ-მასპინძლობის დახვეწილი სტილი, გარემოს დიზაინი, ტრადიციული და ევროპული კერძები, სალონური ტიპის შეხვედრებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური გარემო. თქვენთვის ანსამბლი ” ალილო “  შეასრულებს ხალხური და ქალაქური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებს, ნახავთ ცეცხლოვან ნაციონალურ ცეკვებს, მოუსმენთ კონცერტმაისტერ თამილა ჩირაძის მიერ  როიალთან  შესრულებულ  ქართულ და ევროპულ კინო-მუსიკას, უჩა კორძაიას ბენდს, პოპულარულ ევროპულ სიმღერებს ელენე ფოჩხუას, გიორგი მეფისაშვილის და ბოკა კვეკვესკირის შესრულებით.

„ ქართული სახლი “ მაღალი კლასის კომპლექსური ტიპის რესტორანია, სადაც სტუმარს ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის დარბაზებსა და მყუდრო ეზოს, შესაბამისი დიზაინით, მუსიკალური გაფორმებით და სერვირებით.

სტუმრის განკარგულებაშია:

 • ცენტრალური პრესტიჟ დარბაზი 

• VIP დარბაზი

• ტიფლის დარბაზი

 • ინდივიდუალური აპარტამენტები (კუპე) 

 • ვერანდა

 • ხელოვნური ქუჩა და ეზო

 

ჩვენ ვგრძნობთ მასპინძლის უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობას თითოეული სტუმრის  წინაშე.

მობრძანდით და ჩვენი გაცნობის შემდეგ თქვენც აღიარებთ

„ მე ვიპოვე ჩემი ქართული სახლი 

 

+995591930011; +995591930013;

www.georgian-house.ge

https://www.facebook.com/georgianhouse.ge