Ge
En
Ru
მენიუ
Ge
En
Ru
მოგესალმებით !

"ქართული სახლი" 2013 წლის 7 მარტიდან არსებობს. რესტორანი, გ. ცაბაძის ქუჩა 2, მტკვრის მარცხენა  სანაპიროზე, ძველი ქალაქის ისტორიულ ადგილას მდებარეობს. ამიტომაც, ქართული სახლი ყველა იმ ტრადიციის მატარებელია, რომელსაც ჩვენი ქალაქი ინახავს: სტუმარ-მასპინძლობის დახვეწილი სტილი, გარემოს დიზაინი, ტრადიციული და ევროპული კერძები, სალონური ტიპის შეხვედრებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური გარემო.

ცენტრალური დარბაზში  19:30-დან 22:00 საათამდეა ქართული პროგრამა. 
სცენაზე ერთმანეთს ანსამბლი "ალილო",  ნაციონალური ცეკვების ანსამბლი "ტიფლისი" და  პიანისტი- თამილა ჩირაძე ცვლიან. 
 22:00-დან 00:30 საათამდე კი თქვენს განწყობაზე საესტრადო სიმღერის პოპულარული შემსრულებლები იზრუნებენ.  


დარბაზ "ტიფლისში" მუსიკალური პროგრამა ყოველდღეა.

19:30 დან - 23:30 - მდე პროგრამაშია -  ქორეოგრაფიული ანსამბლი "ტიფლისის" შესრულებით სამი ნაციონალური ცეკვა  და  დავით არჩვაძის კვარტეტი "ჰანგების" შესრულებით ქალაქური და ხალხურ სიმღერების ნაკრები.

„ ქართული სახლი “ მაღალი კლასის კომპლექსური ტიპის რესტორანია, სადაც სტუმარს ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის დარბაზებსა და მყუდრო ეზოს, შესაბამისი დიზაინით, მუსიკალური გაფორმებით და სერვისებით.

სტუმრის განკარგულებაშია:

 • ცენტრალური პრესტიჟ დარბაზი 

• VIP დარბაზი

• ტიფლის დარბაზი

 • ინდივიდუალური აპარტამენტები (კუპე) 

 • ვერანდა

 • ხელოვნური ქუჩა და ეზო

 

ჩვენ ვგრძნობთ მასპინძლის უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობას თითოეული სტუმრის  წინაშე.

მობრძანდით და ჩვენი გაცნობის შემდეგ თქვენც აღიარებთ

„ მე ვიპოვე ჩემი ქართული სახლი 

(+995)  32 2 55 15 15

შემოგვიერთდით Facebook-ზე

www.facebook.com/georgianhouse.ge/