"ქართული სახლი" 2013 წლის 7 მარტს გაიხსნა. რესტორანი ძველი ქალაქის ისტორიულ ადგილას მდებარეობს. ამიტომაც, ქართული სახლი ყველა იმ ტრადიციის მატარებელია, რომელსაც ჩვენი ქალაქი ინახავს: სტუმარ-მასპინძლობის დახვეწილი სტილი, სასიამოვნო გარემო, ტრადიციული და ევროპული კერძები, ქართული მუსიკალური პროგრამა და ცეკვები.
ცენტრალურ დარბაზში ორშაბათის გარდა 20:00-დან 22:00 საათამდე ქართულ პროგრამას გთავაზობთ, სადაც სცენაზე წარსდგებიან ბენდი "ქალაქური" პიანისტ თამილა ჩირაძესთან ერთად და ნაციონალური ცეკვების ანსამბლი "ტიფლისი". 22:00-დან 00:00 საათამდე კი თქვენს განწყობაზე საესტრადო სიმღერების ცნობილი შემსრულებლები იზრუნებენ: ელენე ფოჩხუა, ბოკა კვეკვესკირი და მერაბ ამზოევი.
ტიფლის დარბაზში ყოველდღე 20:00 საათიდან 00:00 საათამდე გთავაზობთ მუსიკალურ პროგრამას, თქვენს საღამოზე იზრუნებს ქორეოგრაფიული ანსამბლი "ტიფლისი" სამი ქართული ცეკვით, კვარტეტი ჰანგები და ესტრადის მომღერლები.
ჩვენი რესტორანი სტუმრებს სხვადასხვა ტიპის დარბაზებს სთავაზობ:
• ცენტრალური დარბაზი
• VIP დარბაზი
• ტიფლის დარბაზი
• ინდივიდუალური აპარტამენტები (კუპე)
• ვერანდა
• ეზო
ჩვენ ვგრძნობთ მასპინძლის უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობას თითოეული სტუმრის წინაშე.
გელოდებით, ყოველდღე, 10:000-დან 23:30-მდე.
(+995) 32 2 55 15 15
შემოგვიერთდით Facebook-ზე
www.facebook.com/georgianhouse.ge/